რა უნდა გავაკეთოთ? ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს პუტინზე

რა უნდა გავაკეთოთ? ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს პუტინზე

მე ცოტა არ მესმის ბატონო სერგი, რა უნდა გავაკეთოთ? - ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც განაცხადა, რომ „არანაირი ენის მოჩლექვით რუსეთთან საუბარი, ახალი დიალოგის არხების შექმნა, დათმობები თუ მაამებლური წერილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია“. 

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, პოლიტიკური ცინიზმია, „დამოუკიდებლობის აღიარება“ დააბრალო ამ ხელისუფლებას. 

„პოლიტიკური ცინიზმია ის, რომ აღიარება და რუსეთთან პოლიტიკა, რომელიც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკის, დააბრალო ამ ხელისუფლებას. მე ცოტა არ მესმის ბატონო სერგი, რა უნდა გავაკეთოთ? - ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე. არ ვიცი და მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთო იმ სიტუაციაში, რომელშიც, თქვენი დამსახურებით მოვხვდით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.