საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ყველას, მათ შორის პარლამენტის ინტერესში შედის.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიების შესახებ დეტალური განმარტება გააკეთა.
„ისევე, როგორც გარდაცვლილთა ოჯახების, ჩვენი ყველას ინტერესია, რომ გამოძიება ამ საქმეზე დასრულდეს ობიექტური შედეგებით და სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. პარლამენტი, რა თქმა უნდა, თვალს ადევნებს გამოძიების მიმდინარეობას, პროკურატურამ ამომწურავი განმარტებები გააკეთა იმ ინფორმაციაზე და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა აქვთ ხელთ და კარგია, რომ გააკეთა საჯაროდ და მედიის საშუალებით. დანარჩენი უკვე მოგვიანებით გახდება შეფასების საგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.