ვლადიმერ გროისმანი:  რუსეთის ხელისუფლებამ არკადი ბაბჩენკოს პატიოსნება და პრინციპულობა არ აპატია

ვლადიმერ გროისმანი: რუსეთის ხელისუფლებამ არკადი ბაბჩენკოს პატიოსნება და პრინციპულობა არ აპატია

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსულმა ტოტალიტურმა მანქანამ მას პატიოსნება და პრინციპლობა არ აპატია. ის იყო უკრაინის ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ სიმართლეს უყვებოდა“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ანდრეი ბაბჩენკო კიევში გუშინ მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ 40-45 წლისაა. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.