„ქართული ოცნება“ კარალეთის ინციდენტის გამოძიებას და ე.წ. „ზონდერების“ დასჯას ითხოვს გორში საგანგებო ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარალეთის ინციდენტში მონაწილე ე.წ. „ზონდერ ჯგუფის“ წევრები დაასახელეს: გიგლა გოჩაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი, ლევან მაისურაძე და პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი, რომლის ავტომანქანაც ასევე შენიშნეს ინციდენტის სიახლოვეს. კოალიციის ლიდერთა განცხადებით დღეს კარალეთში აღნიშნულმა პირებმა მოსახლეობასთან მშვიდობიანი შეხვედრა ჩაშალეს. ე.წ. „ზონდერ ჯგუფებმა“ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაუშინეს ქვები, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. 14-მდე დაშავებული გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიზი შავლოხაშვილი მერეთის ინციდენტის დროსაც დაშავდა. დაზიანებები მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. კარალეთის ინციდენტს საერთაშორისო დამკვირვეებლები შეესწრნენ. მოგვიანებით გორის ოფისში მათთან შხვედრა გაიმართა.