საქართველოს საგარეო უწყებაში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს საგარეო უწყებაში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“. 

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააავრცელა. 

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.