მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ნენსი ლინდბორგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე - “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”.
ნენსი ლინდბორგმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა დ “ჰერითიჯის ფონდთან” პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მთავრობას 2015 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; აგრეთვე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთის საერთაშორისო ძალებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიზე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის. გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს”, - განაცხადა ნენსი ლინდბორგმა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.