სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია

სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია

სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ საქართველოდან ნონა წოწორიამ განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ მოსმენას სტუმრის სტატუსით ესწრება.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც და სასამართლოსთვისაც. დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამ გამოწვევას ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც სხვა გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მდგარა“, - განაცხადა წოწორიამ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.