სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

11 – 14 მაისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 11 – 13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, 14 მაისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს. 

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 11 – 13 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24 გრადუსამდე მოიმატებს.