„NYT“ - ამერიკის პრეზიდენტი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს

„NYT“ - ამერიკის პრეზიდენტი ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ამერიკა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას პირებს. ამის შესახებ „nytimes“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მისივე ცნობით, აშშ ყველა სანქციის აღსადგენად ემზადება, რომლებზეც უარი თქვა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში და ირანს დააკისრებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით განცხადებას თეთრ სახლში ცოტა ხანში გააკეთებს.