ხალხის გატაცების და სასაზღვრო ხაზის გადმოწევის მიზეზია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა პატრულირება და უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა გამყოფ ხაზთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ამას სჭირდება კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები, მაგალითად, ადრე იყო ეს პრაქტიკა და შეაჩერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როდესაც გააჩერა პატრულირება და უსაფრთხოების სამსახურის ყოფნა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან და ამის შედეგია მათ შორის ის, რომ იქ ხალხს იტაცებენ ძალიან ხშირად და ამის შედეგია ის, რომ ასეთნაირად ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევა აქეთ და ოკუპაციის კიდევ უფრო გაგრძელება დანარჩენ ტერიტორიაზე“, - განაცხადა კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.