ახალგაზრდებს გააჩნიათ სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვვეყნის აღმშენებლობისთვის

ახალგაზრდებს გააჩნიათ სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვვეყნის აღმშენებლობისთვის

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდები ესწრებიან - ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებასა და განათლების სისტემის მომავალს უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმაშენებლობის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდებს გააჩნიათ სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები, მომავლის სხვანაირი ხედვა და ასევე თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის. თქვენი ჩართულობა აბსოლუტურად საჭირო და გარდაუვალია. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ძალიან საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ამ გეგმაზე ძალიან ბევრი იმუშავეს. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, უმთავრესი, ნომერ პირველი პრიორიტეტული მიმართულება არის სწორედ განათლება.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო მეტად ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და გახდეს ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალა. რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება და ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.

უპირველესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში, გახლდათ განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები გავატარეთ, განვახორციელეთ სპეციალური პროექტები, მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. რა თქმა უნდა, განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, თუმცა დღეს უმთავრესი გამოწვევაა ხარისხი განათლების სისტემაში, ხარისხის უზრუნველყოფა განათლების ყველა დონეზე. ამავე დროს ჩვენ ხელს ვუწყობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპის დამკვიდრებასაც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.