სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ქვეყანაშიჭარბვალიანობის საკითხი და ეროვნული ბანკისახალი რეგულაცია შეაფასა, რომელიცორშაბათიდან შევა ძალაში.
„ქვეყანაში ჭარბვალიანობის საკითხი მნიშვნელოვანპრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომმთავრობამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითარსებითი მსჯელობა დაიწყო და ფინანსთამინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრობლემებისმოგვარების კონკრეტული გზებიც წარმოადგინა.
მათ შორის უმნიშვნელოვანესია სასტარტოკაპიტალის რეფორმა, რომელიც მიმართულიამცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ, აღნიშნული ინიციატივის თანახმად, მცირე, საშუალო და დამწყებ ბიზნესმენებს მაქსიმალურადგაეზრდებათ სასტარტო კაპიტალზე წვდომა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრი ინიციატივასმხარს უჭერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანისაერთაშორისო აქტორები, მათ შორისევროკავშირი, რომლის სამეზობლო პოლიტიკისადა გაფართოების საკითხებში გენერალურიდირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ ინიციატივის მიმართდადებითი განწყობა დააფიქსირა და ხაზგასმითაღნიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე დასაშუალო ბიზნესის განვითარებას.
ამავდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკისვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმასაქართველოში ვიზიტის ფარგლებში ფინასნთამინსიტრთან შეხვედრისას ახალ ინიციატივას მხარიღიად დაუჭირა და აღნიშნა, რომ ბანკებისთვისსაგარანტიო სტრუქტურის შექმნა, მცირე დასშუალო ბიზნესისთვსის იაფ დაფინანსებასმოიტანს.
ჭარბვალიანობის პრობლემას გამოეხმაურაეროვნული ბანკი და ახალი რეგულაციებისშემოღების ინიციატივითაც გამოვიდა, რომლისთანახმადაც, კომერციული ბანკებისთვისპასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოთხოვნებიუნდა იქნას შემოღებული. ეს ინიციატივა შემდეგსაკითხებს მოიცავს:
1.სესხის გაცემისას სავალდებულო გახდებაშემოსავლების შემოწმება და ამავდროულადგანისაზღვრება სესხის მომსახურების მაქსიმალურილიმიტი, რათა მომხმარებელმა კრედიტის გადახდამარტივად შეძლოს და ფინანსური სიძნელეები არშეექმნას.
2.ლიმიტის დაწესეება გამოიწვევს სესხებისრესტრუქტურიზაციას და თუკი მომხმარებელსწარსულში სესხი მაღალ პროცენტში ჰქონდააღებული, რეფორმის შემდეგ მისი საპროცენტოგანაკვეთი შეიცვლება და არსებულ ლიმიტსდაექვემდებარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევსჭარბვალიანობის შემცირებას.
3.უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 1 იანვრამდემომხმარებელს სესხის დაახლოებით 300 %-ისგადახდა უწევდა, ამ დროიდან შემოღებულიკანონის შედეგად კი ეს მაჩვენებელი 100 %-ამდედავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რეგულაციაამოქმედდება, საპროცენტო მაჩვენებელი 49 %-საღარ გადაცდება ანუ მომხმარებელს მინიმუმ 6-ჯერნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს 2017 წლამდე ხდებოდა.
აღნიშული რეფორმა პირდაპირ არის მიმართულიჭარბვალიანობის შესამცირებლად, და მიუხედავადკომერციული ბანკების მცირე ნაწილის კირიტიკისა, მას დადებითად აფასებს მსოფლიოში ყველაზეგავლენიანი სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s.
ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ეროვნულიბანკის ახალი რეგულაცია შეამცირებსჭარბვალიანობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნისეკონომიკაზე. აღნიშნული და ფინანსთა მინისტრისახალი ინიციატივები პირდაპირ კავშირშიაქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოსშექმნასთან, რაც პირდაპირპროპორციულადუზრუნველჰყოფს ქვეყანაში მეტი ინვესტიციისმოზიდვას, ბიზნესის განვითარებასა და მეტისამუშაო ადგილის შექმნას, რაც დადებითადაისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისეთითოეულ მოქალაქეზე.“ -განაცხადა ვალერიანგორგილაძემ.