ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია

ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია

იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახალი შოუ ფიქრია ჩიხრაძის შუამავალობით პრეზიდენტის ფუნქციაში ნამდვილად არ შედის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებისკენ მოუწოდა.

“ჩვენმა საზოგადოებმა ორი დღის წინ იხილა ძალიან არასასიამოვნო სცენა სახელწოდებით - პრეზიდენტის გაქცევა საქართველოს პარლამენტიდან. მეორე დღეს ის დებატებს გაექცა. მაშინ როდესაც ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც 3 თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ასეთი შოუთი ის უკვე მესამედ ცდილობს გაქცევას, ამჯერად უკვე პრეზიდენტობიდან. თან გვეუბნება, ჩემით არ მინდა გაქცევა, თქვენ გამიშვითო. იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახალი შოუ ფიქრია ჩიხრაძის შუამავალობით პრეზიდენტის ფუნქციაში ნამდვილად არ შედის. უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.