მამუკა მდინარაძე კოლეგებს მოუწოდებს, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს პასუხი აღარ გასცენ

მამუკა მდინარაძე კოლეგებს მოუწოდებს, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს პასუხი აღარ გასცენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კოლეგებს მოუწოდებს, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს პასუხი აღარ გასცენ. 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტ მარგველაშვილის ახალი განცხადება, რომელსაც ის კვლავ თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლის პირით ახმოვანებს, უკვე ზედმეტად არასერიოზულია“.

„მარგველაშვილი ცდილობს თავი ჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთან, ჩართოს საქართველოს პარლამენტი “დაჩაგრული პრეზიდენტის” იმიჯის შექმნის კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ჩემი მხრივ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარკამპანიაში და რაც არ უნდა კომიკური იყოს მისი საათში ერთხელ გაკეთებული ყოველი ახალი განცხადება, ვფიქრობ, ამაზე საერთოდ აღარ ღირს პასუხის გაცემა - საზოგადოებას გაცილებით სხვა პრობლემები აწუხებს, ვიდრე პრეზიდენტის უსაგნო კინკლაობა პარლამენტთან“, - განაცახდა მდინარაძემ.