4 – 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს

4 – 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 – 7 მაისს საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 

თბილისში 4 – 7 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.