გუშინ საქართველოს პარლამენტში მოხდა კონსტიტუციის გარანტისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

გუშინ საქართველოს პარლამენტში მოხდა კონსტიტუციის გარანტისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

ჩემზე მომართული და მესიჯბოქსით აწყობილ ახალგაზრდების მერამდენე პარტიას ვიცვლი, მერამდენედ უნდა ვნახო ამათი ეს აგრესია და შემდეგ თვითონ მათი დაკარგვა არეალიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, პარლამენტში განვითარებული მოვლენებისას არა გაბრაზდა, არამედ გაბეზრდა. 

„არ გავბრაზებულვარ, სამწუხაროდ, გავბეზრდი და გამიკვირდა. ჩემზე მომართული და მესიჯბოქსით აწყობილ ახალგაზრდების მერამდენე პარტიას ვიცვლი. მერამდენედ უნდა ვნახო ამათი ეს აგრესია და შემდეგ თვითონ მათი დაკარგვა არეალიდან. ვიდარდე, რომ არ შედგა ის საინტერესო დისკუსია. ძალიან ბევრჯერ იყო ხაზგასმული, რომ იქნებოდა დებატები, მაგრამ არ შედგა. ჩემს მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვანი თემა ვთქვი, შემდეგ იქნებოდა განმარტებები. გუშინ, საქართველოს პარლამენტში უცოდინრობით, შიშით, თუ რატომ არ ვიცი, მაგრამ მოხდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, გუშინ საქართველოს პარლამენტში ცუდი რამე მოხდა - სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისთვის.