,ქართული ოცნების” ლიდერები გორის რაიონის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ. ისინი მოსახლეობას 15 ივლისს გორში ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ეპატიჟებიან. მსახიობებმა ნინელი ჭანკვეტაძემ, მზია არაბულმა, ასევე მსოფლიოს ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხუბულურმა და სხვებმა შეხვედრები სათემოში, ძევერაში, შერთულში და ქვეშში ჩაატარეს. მხარდამჭერებთან შეხვედრას კვლავ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ცდილობენ. აქტიურობენ სოფლის გამგებლის ოჯახის წევრები.