მისი სიტყვებით, იგი პირველ რიგში ვოკალისტია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ბას–გიტარასაც ფლობს, პიანინოსაც და დასარტყამ ინსტრუმენტსაც.
მომღერლის ამპლუისთვის მან ახალი სახელიც შეირჩია. ბებიის პატივსაცემად, მისი სახელი – „სიმონა“ დაირქვა. ფსევდონიმის მიუხედავად, მისმა ფანებმა მარიონი YouTube –ზე ატვირთული მისი ვოკალური დებიუტის კადრებში ადვილად ამოიცნეს.
მსახიობი აცხადებს, რომ იგი კინოს არ ემშვიდობება, უბრალოდ თვითრეალიზაციის ახალ გზებს ეძებს.