„ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ. ზურაბ ზვიადაური და კახი კალაძე დღეს ახმეტაში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობისგან რაიონში არსებული პრობლემები პირადად მოისმინეს. კოალიციის წევრებმა ახმეტის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის ხედვა წარმოუდგინეს. „ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ თითეული ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს“ - განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას ზურაბ ზვიადაურმა.
1864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85