დღეს გარდაბანში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციას კოალიციის ლიდერები ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი დაესწრნენ. მათ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს და ადგილობრივთა პრობლემები მოისმინეს.
ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა კოალიცია "ქართულ ოცნებას" სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და გააპროტესტეს ის მოსაზრება, თითქოსდა გარდაბანში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს ხელისუფლებას უჭერენ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი გარდაბანში, ოქტომბრის ქ. 54 მდებარეობს