ზემფირას რუსები გადაეკიდნენ

ზემფირას რუსები გადაეკიდნენ

თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილ ბაშკირ მომღერალს – ზემფირა რამაზანოვას, რუსული პრესის წარმომადგენლები  ხშირად რუსად მოიხსენიებენ, თუმცა თავად მომღერალი მუდამ ხაზს უსვამს თავის ეროვნებას და ამბობს, რომ მას ძალიან ეამაყება საკუთარი წარმომავლობაცა და ეროვნებაც.

გარდა ამისა, ბოლო დროს, მომღერალი უკვე ვეღარ იგერიების რუსული ყვოითელი პრესის შემოტევებს. იგი  რუსული მედიისა თუ პაპარაცების მუდმივი დაკვირვებისა და კრიტიკის ობიექტი. მას შემდეგ გახდა, რაც მომღერალმა მედიის მხრიდან პირველი ცილისმწამებლური დარტყმა იწვნია,

ამის გამო, კარგა ხანია ზემფირამ ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეზღუდა, რამაც რუსული მედიის მხრიდან კიდევ უფრო მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის არაერთი ე.წ. ბულვარული გამოცემა მომღერლის სექსუალურ ორიენტაციაზე კარგა ხანია საუბრობს, თუმცა ბოლო დროს, ზემფირას გარყვნილ ქალად გამოცხადებას რუსული მედია უკვე აღარ ერიდება.

 ამის საფუძველს ჟურნალისტები ზემფირას სიმღერების ტექსტებში ეძებდნენ, ხოლო უკანასკნელ წლებში ზემფირასა და მსახიობ, რეჟისორსა და სცენარისტ  – რენატა ლიტვინოვას შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე გამუდმებით სპეკულირებენ. თავად მომღერალი კი არასდროს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე და იგი მასზე ასეთ თავდასხმებს თავის ბაშკირულ წარმომავლობასთან აკავშირებს. ამჟამად ლონდონში მცხოვრები ზემფირა მიიჩნევს, რომ რუსეთში არარუსი მომღერლები მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ.