მმართველობის რეფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი

მმართველობის რეფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველობის რეფორმა არის პრემიერ - მინისტრის და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და როგორ მოხდება რესურსების გადანაწილება, ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პრემიერ–მინისტრი პარლამენტში გეგმას წარადგენს.

„მმართველობის რეფორმა არის პრემიერ - მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ბუნებრივია, რეფორმები ამ მიმართულებით გრძელდება. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი და სჭირდება დრო, რომ მოხდეს დეტალურად განხილვა, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და რომელი სამსახურები სად გადადის. პირველ რიგში, ეს არის გამიზნული იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი და ამის შემდეგ ძალიან მნიშვლენოვინია, რომ მთავრობის შეცირება მოცულობაში იწვევს ასევე ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას. 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია მთავრობის მიმდინარე ხარჯების ერთნახევარ პროცენტიან შემცირებაზე. რა მიმართულებით მოხდება რესურსების გამოთავისუფლება ამას დავინახავთ მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი დეტალურ გეგმას წარმოადგენს პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.