სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა განჩინება ისე გამოაცხადა, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების სამოტივაციო მხარეზე არ უსაუბრია. „დღევენდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში სასამართლო ემორჩილება მიხეილ სააკაშვილის კაპრიზს და არა კანონმდებლობას“-აცხადებენ ადვოკატები. მორიგი ინსტანცია, სადაც დაცვის მხარე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქლაქეობის აღდგენას შეეცდება უზენაესი სასამართლოა, რის შემდეგაც საკითხის განხილვა უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს.