კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა მოძრაობამ გორში სამაშველო სამსახურის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს, სადაც მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ბიძინა ივანიშვილს ზონდერ ბრიგადები დაახვედრეს. „სოფელ მერეთში მოქმედებდნენ ზონდერ ბრიგადები, რომლებიც დღეს ძალოვან და სამაშველო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.