„ქართული ოცნების" მხარდასაჭერი მსვლელობა მოეწყო ნიუ-იორკში. მასობრივი აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ორგანიზებით გაიმართა. ამერიკაში მცხოვრები ქართველები მხარდაჭერას ნიუ-იორკის ქუჩებში „ქართული ოცნების" მაისურებითა და დროშებით გამოხატავდნენ.