„კორუმპირებული თეფშები“ ამ სახელწოდებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა „გლობალ TV“ - ს მიმართ განხორციელებული უკანონობა გააპროტესტეს. „საქართველოში იზღუდება ინფორმაციის თავისუფლება და ამაში ქართული პოლიცია დიდ როლს თამაშობს, რომელიც სასამართლოსა და კონტროლის პალატასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა