თეთრიწყაროს რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, გადაიდო.
როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა ზვიად ძიძიგურმა, სოზარ სუბარმა და გია ჟორჟოლიანმა ოფისის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადეს, თეთრიწყაროს რეგიონული ოფისი, პრობლემების მიუხედავად, მაინც გაიხსნა და ის განახორციელებს იმ მიზნებს, რომელიც კოალიციას გააჩნია.
ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ჩომახაშვილი. „ქართული ოცნების“ ოფისი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: თეთრიწყარო, ჭავჭავაძის #5/7