პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.ივანიშვილის განცხადებით, ამ დაპირისპირებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ. ის ირწმუნება, რომ დაპირისპირებაში მონაწილე არც ერთი ადამიანი ადგილობრივი მცხოვრები არ ყოფილა.
„მე და ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შეხვედრას ვაპირებდით. მოსახლეობა აბსოლუტურად მობილიზებული იყო. მგონია, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე არ გამოსულა. ყველა იყო განწყობილი, რათა დაესვა შეკითხვები, თუმცა იქ მოიყვანეს ყვითელი ავტობუსით ხალხი, რომელშიც ამოიცნეს კუდ-ის წარმომადგენლები და ე.წ. ზონდერები. ხალხი, რომელსაც მიშა ავტობუსებით ატარებს და, რომელიც მას ტაშს უკრავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ე.წ. ზონდერებში გორის რაიონის სამაშველო სამსახურის უფროსიც ამოიცნეს. ივანიშვილი განმარტავს, რომ ის პოლიციას ექვემდებარება და ხელისუფლების რეალური სახის მაჩვენებლია.
ივანიშვილის განცხადებით, კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის საშველი აღარ იქნება და ის არჩევნებს წააგებს.
2272
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85