ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა და მას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდიტ გოფი, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სასამართლოს მიერ მისი დაჯარიმების, "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილის დაკავების და "გლობალ ტვ"-ის ანტენების დაყადაღების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას.