კოალიცია "ქართული ოცნება" ამომრჩველთა სიების გადამოწმებას იწყებს.
კარდაკარი 24 ივნისს ქვეყნის 63 საარჩევნო ოლქში დაიწყება და მასში 10 000-მდე „ქართული ოცნების“ აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას. ისინი აღჭურვილნი იქნებიან კარდაკარში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, ასევე სპეციალური მონაცემებით რაც სიების გადამოწმების პროცესისთვის ესაჭიროებათ, მათ შორისაა ე.წ. საარჩევნო უბნის პასპორტი და სპეციალური კითხვარი. კარდაკარის მიზანი არჩევნების გაყალბების ფარული მეთოდების გამოვლენაა. კარდაკარი ორი კვირის განმალობაში გაგრძელდება.