ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება

ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება

თბილისის ტექნოპარკში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ხვალ, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდება.

ფულერის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.

ღონისძიებაზე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე გუნდები წარმოადგენენ საკუთარ გამოგონებებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში.

ფულერი თბილისში ყოფნის დროს, გამართავს შეხვედრებს ავიაციის უნივერსიტეტში, შეხვდება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს, პროფესორებს და მოაწყობს საჯარო ლექციას საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შონ ფულერი განათლებით საინჟინრო ფიზიკოსია და 1997 წლიდან ნამუშევარი აქვს ნასას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიების გამგზავრების მომზადებაზე, მათ შორის თავად ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექსპედიცია 1-ის გაფრენას.