ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საბოლოოდ ვიტყვით: ნახვამდის, რუსეთის იმპერია

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საბოლოოდ ვიტყვით: ნახვამდის, რუსეთის იმპერია

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებით საბოლოოდ ვიტყვით: ნახვამდის, რუსეთის იმპერია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

აღსანიშნავია, რომ 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

მისი თქმით, ზოგიერთი ელოდა, რომ უკრაინას არაფერი გამოუვიდოდა.

„ჩვენ ახლა ვიწყებთ შეუქცევად ცვლილებებს. Back in the USSR (უკან სსრკ-ში) ახლა მხოლოდ Beatles-ის მოსმენისას გაიგებთ. არასოდეს უკრაინა არ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში, ვინაიდან, ჩვენ ამაყი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი ვართ. ჩვენ ევროპული ხალხის ოჯახში ვბრუნდებით. ამაყი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ „უკრაინა ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანდება“.

„არავინ და არაფერი შეგვაჩერებს“, - დასძინა მან.