საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, პროექტის „პარლამენტარი კარდაკარ" ფარგლებში ნუშის, ფრანგიშვილის და მონადირის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ზაზა გაბუნია: „საარჩევნო კამპანიისას მე დავპირდი ამომრჩეველს რომ არჩევის შემდეგ ისეთივე ინტენსივობით გავაგრძელებდი მოსახლეობასთან კომუნიკაციას, როგორც კამპანიის დროს. აღნიშნული პროექტიც არჩეულსა და ამომრჩეველს შორის სწორედ კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება. მოსახლეობის და ხალხის ინტერესების სახელმწიფო უწყებების მუშაობაში ასახვა არის ჩემი ამოცანა იმისთვის, რომ მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესი იქნას დაკმაყოფილებული უწყებების მიერ."
პროექტის ფარგლებში მოსახლეობას შეეთავაზება სხვადასხვა ფორმატის საკომუნიკაციო ინსტრუმენტები.