დადგა დრო ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსება

დადგა დრო ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსება

აშშ ყატარს მოუწოდებს შეწყვიტოს ექსტრემისტური დაჯგუფებების დაფინანსება, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ყატარი ისტორიულად დაკავებული იყო ტერორიზმის დაფინანსებით ძალიან მაღალ დონეზე. მე რექს ტილერსონთან, ჩვენს გენერლებთან და სამხედროებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ დადგა დრო ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს შეწყვიტონ ტერორიზმის დაფინანსება.

„არ დავასახელებ სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს პრობლემა არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მას აუცილებლად გადავწყვეტთ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

5 ივნისს ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის დროებით მთავრობამ, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიმ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ყატართან. მათ ოფიციალური დოჰა ტერორიზმისა და ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.