იტალიაში – ქვეყანაში სადაც რენესანსული ხელოვნება იშვა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მხატვრები, სკულპტორები და პოეტები მოღვაწეობდნენ, სადაც დაარსდა ლეგენდარული “ლა სკალა“ და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50–იან წლებში, უდიდესი კონომატოგრაფია არსებობდა, სილვიო ბერლუსკონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელოვნებო სფეროს, დანინანსება 40%–ით შეუმცირდება.
სილვიო ბერლუსკონის მთავრობა ხელკოვნებას რომ არასოდეს წყალობდა, ამაზე იტალიელები ყოველთვის საუბრობდნენ, თუმცა თუკი ბერლუსკონი ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბევრი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა.
როგორც იტალიის სახელისუფლებო პარტიის წევრები აცხადებენ, მათ ეს გადაწყვეტილება იტალიის ბიუჯეტის გონივრულად ხარჯვის მიზეზით მიიღეს და დაზოგილი ფულით სოციალურ პროექტებს დააფინანსებენ.
იტალიელებს განსაკუთრებულად ის უკვირთ, რომ მათ ქვეყანაზე ბევრად ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც კი არ უმცირებენ დაფინანსებას სახელოვნებო სფეროს და იტალიას განა რა გაუჭირდა ისეთი, რომ ხელოვნების დაფინანსება ფაქტობრივად გაანახევრეს...
ამ ფაქტს განსაკუთრებულად მწვავე პროტესტით შეხვდა, ცნობილი ამერიკელი მსახიობი – კირა ნაითლი, რომელმაც რომის კონოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე გავლაზე უარი განაცხადა და ბერლუსკონის მისამართით მეტად კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად პროტესტისა, იტალიის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს