დღეს ცნობილი გახდა, რომ 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, ძველი სამსახიობო პლეადის წარმომადგენელი – კარლო საკანდელიძე გარდაიცვალა.
კარლო საკანდელიძე დაიბადა სოფელ ზედა ბზვანში (ვანის რაიონი). 1944 წელს. დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1949 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია:
მეზღვაური (ბ. ლავერნიოვის "რღვევა”), სასამართლოს აღმასრულებელი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი”), გლახუკა (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი”), სტუნდენტი (შილერის "ყაჩაღები”), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია”), ვარლამი (რ. თაბუკაშვილის "დენბურგის ზარი”), ღენტორი (ს. კლდიაშვილის "ქარიშხალში”), აკიმი (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა”), დავრიში (ლესინგის "ნათან ბრძენი”), შარლემანი (ე. შვარცის "დრაკონი”), ბი, მასხარა, კასკა, კნაჭა, თერძი (უ. შექსპირის "რიჩარ მესამე”, მეფე "იულიუს კეისარი”, "ზაფხულის ღამის სიზმარი”), ჯანდიერი, გლეხი ქმარი (ბ. ბრეჰტის "კავკასიური ცარცის წრე”), ბარნაბა საკნადელიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი”), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე”), გოგია (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა”), კარპე ფრონტელი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება”, "ადამიანი იბადება ერთხელ”), ჭინჭრაქა (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), არისტო ქვაშეიძე, ოსიკო ხარაბაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”, "შემოდგომის აზნაურები”), ტრუფალდინო (კ. გოლდინის "ორი ბატონის მსახური”), ონისე, გიო (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა”, "ტარიელ გოლუა”), მიმიშვილი, მიხაკო (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე”, "დაბრუნება”), და სხვა.
ქართული კინოსტუდიასა და სატელევიზიო მხატვრულ ფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი სახეები:
მენახშირე (”მაგდანას ლურჯა”), თავადი (”კარდაკარ”), კარლო (”პიერი მილიციის თანამშრომელი”), ქსოვილების გამყიდველი (”დაბრუნებული ღიმილი”), სავლე (”მალე გაზაფხული მოვა”), ობუხოვსკი (”ჩემი მეგობარი ნოდარი”), გიოლება (”ჯვარცმული კუნძული”), დოდო (”არ დაიდარდო”), მაქსიმი (”ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”), გიგა (”ზღვის შვილები”), ნიკანდი ქირია (”დათა თუთაშხია”), ზაქრო (”დაუპატიჟებელი სტუმრები”), ობოლაძე (”ღამის რეისი”), კუკური (”ესკულაპეს მოწაფე”), რაჟდენ გოცირიძე (”განთიადის წინ”), ბარმალეი (”მოვდივართ და მოვიმღერით”), კასიანე (”წკიპურტები”), პოეტი კავკასიიდან (”მწვანე ტალღა”), ევტიხი (”ახალი არკადია”), ბიბლაი (”ადამიანთა სევდა”).
კარლო საკანდელიძე მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი იყო. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩეეოდა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით.
სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი აღწევდა დეტალების, ნიუანსების, საზოგადოდ, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით. ახასიათბდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი, რაც სულ უფრო მეტად პოპულარულსა და ავტორიტეტულს ხდიდა მსახიობის სახელს თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაში.
კარლო საკანდელიძეს 1961 წელს მიენიჭა საქ. სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქ. სსრ სახალხო არტისტის წოდებები.