დღეს ბიძინა ივანიშვილი სპორტის დამსახურებულ ოსტატს შოთა ხაბარელს შეხვდა, რომელიც ვაჟიშვილთან ერთად ესტუმრა „ქართული ოცნების“ ლიდერს და მხარდაჭერა გამოუცხადა. შოთა ხაბარელის განცხადებით, დღეიდან იგი უერთდება „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ერთვება.
შოთა ხაბარელი არის ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979-1980, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983, მოსკოვი) პრიზიორი. იგი 2006 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.