ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა ”Entertainment Weekly”-მა შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი 50 ვარსკვლავის რეიტინგი გამოაქვეყნა.
2010 წლის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავი, ჟურნალის ვერსიით, ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპია, მეორე ადგილზე - მომღერალი ლედი გაგაა (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯერმანოტა), ლიდერთა სამეულს კი - ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აგვირგვინებს.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ტელეწამყვანი საიმონ კოუელი, ოსკაროსანი მსახიობი სანდრა ბალოკი, მისი კოლეგა ანჯელინა ჯოლი, მსახიობი ბრედ პიტი, ექიმ ჰაუსის როლის შემსრულებელი ბრიტანელი მსახიობი ჰიუ ლორი, ჯულია რობერტსი და მრავალი სხვა.
რეიტინგის სრული ვერსიის ხილვა კინოსაიტ ”Internet Movie Database”-ის ფორუმზე არის შესაძლებელი.
ჟურნალმა ”Entertainment Weekly”-მ მსგავსი რეიტინგების შედგენა 1990-იან წლებში დაიწყო. რეიტინგის შედგენისას ჟურნალი ვარსკვლავების არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ შოუ-ბიზნესში მათ სტატუსსა და გავლენიანობასაც ითვალისწინებს.