კონტრაბანდისტი რუსი მომღერალი

კონტრაბანდისტი რუსი მომღერალი

რუსი მომღერალი – ვალერია, რომელიც მდარე ხარისხის პაპსას სიმღერით გახდა ცნობილი, ყველაფერთან ერთად, კონტრაბანდისტიც ყოფილა. ვალერია დანაშაულებრივ საქმიანობაში ოთხი წლის წინაც ამხილეს, თუმცა მაშინ მისმა სანაცნობო წრემ და კავშირებმა გაჭრა და მომღერალი ჯარიმას გადაურჩა. თუმცა, საბოლოოდ, იგი  რუსულმა მილიციამ მაინც გამოიჭირა.

საეჭვო დანიშნულების ტვირთის არაკანონიერად გადაზიდვის დროს, ვალერია და მისი მეუღლე აეროპორტში დააკავეს. მომღერალი აეროპორტის თანამშრომლების მოსყიდვას საკმაოდ სოლიდური თანხით ცდილობდა, თუმცა რუსმა სამართალდმაცავებმა მათგან გასაკვირი კანონმორჩილება გამოამჟღავნეს და “პაპსავიკი“ ცოლ–ქმარი იზოლატორისაკენ გააქანეს.

სავარაუდოდ, ვალერიას და მის თანამეცხედრეს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ და მათ ციხეში დიდი ხნით ჯდომა არ მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები რუსული ე.წ. ყვითელი ელიტისათვის უცხო ნამდვილად არ არის და, ციხის კედლები რუსული  შოუ–ბიზნესის არაერთი “ვარსკვლავს“ გამოუვლია.