კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მაია მიმინოშვილისგან პირადად მოისმინა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.