ეკა ბესელია:   საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ

ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ

ახალი ცვლილებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტის საბოლოო - მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

ამასთან, ბესელია ვარაუდობს, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტი სავარაუდოდ ვეტოს დაადებს.

„ ამ ახალი ცვლილებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ჩვენ გვაქვს უფრთხოების რიგებიდან გამომდინარე დაცვის ის სისტემა, რომელიც აპრობირებულია წამყვან ქვეყნებში. ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ. რაც შეეხება ვადებს, დამოკიდებულია პრეზიდენტი რა ვადაში მოაწერს ხელს ამ კანონპროექტს. ის, როგორც წინასწარ გვითხრა, ვეტოს დაადებს კანონპროექტს და ჩვენ მოგვიწევს პროცედურების გავლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს, როგორც ჩვენ გავუფრთხილდით, ასევე პრეზიდენტი მიაქცევს ყურადღებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით ფარულ მოსმენა- მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო.