ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანსამბლ – “ერისიონს“ თითქოს რუსეთში გასტროლები უნდა ჰქონდეს.. "ერისიონის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯემალ ჭკუასელი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანსამბლი 12 ნოემბერს კონცერტს მოსკოვში გამართავს. ამასობაში კი, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა ახალი ცნობა, რომ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშიც ჩაატარებს კონცერტებს.
როგორც ჯემალ ჭკუასელი ამბობს, მოცეკვევეთა 35-კაციანმა კოლექტივმა მიისაკუთრა "ერისიონის" 125-წლიანი ისტორია, პოპულარული შოუ "ქართული ლეგენდა" და მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენებს მართავს.
ჯემალ ჭკუასელი ასევე ამბობს, რომ: "ვერ გეტყვით, ვინ არიან, რას წარმოადგენენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი პროგრამის, "ქართული ლეგენდის" სახელით გამოდიან და ხალხს ატყუებენ. როგორც მითხრეს, მაგ ანსამბლში "ერისიონიდან" წლების წინ გაგდებული მოცეკვავეები არიან და მათ პროდიუსერობას ჯიმ ლო უწევს. ამ ამერიკელი პროდიუსერისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ცხადია, მის მიერ შექმნილ ბრენდს "ქართულ ლეგენდას" საკუთარი ბიზნესისთვის იყენებს".
ხემოთ ხსენებული რუსული სააგენტო – "ინტერფაქსის" ინფორმაციით, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის კონცერტები "ქართული ლეგენდის" მსოფლიო ტურნეს ნაწილია და კოლექტივს რუსეთის შემდეგ ბელორუსიში, ბაჰრეინში, ომანსა და ირანში ექნება გასტროლები.