სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლა თბილისში (VIDEO)

სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლა თბილისში (VIDEO)

 

ყოფილი საბჭოთა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქ თბილისში რელიგიურმა აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის გამართულ პატარა მსვლელობას გზა გადაუკეტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხნენ, რამაც ჩხუბი გამოიწვია და პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

„ასეთ რამეს ქუჩაში, ბავშვების თანდასწრებით რეკლამას როგორ უკეთებთ?“ განუცხადა მღვდელმა სააგენტო AFP-ს.

მსვლელობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ნეგატიურ რეაქციას“ ელოდნენ, მაგრამ ფიზიკურ თავდასხმას არა.

მსვლელობის მონაწილეებს ჰომპფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა უნდოდათ.

თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის წინ შეკრებილი ოცზე ოდნავ მეტი მონაწილე პარლამენტამდე მსვლელობისთვის ემზადებოდა. 

მათ დაუპირისპირდნენ პროტესტის მონაწილეები, რომელთა რიცხვში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელიც შედიოდა.

მსვლელობაში ოცზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

რამდენიმე მღვდელი გვერდით მყოფ პოლიციის ოფიცერს მიუახლოვდა თხოვნით „ეს უღირსობა“ შეეჩერებინათ, მაგრამ ოფიცერმა უპასუხა რომ პოლიცია მათ „(მსვლელობას) არ აუკრძალავდა“, წერს ვებ-გვერდი Civil Georgia:

„მაშინ ამის გაკეთება თავად მოგვიწევს“, გავრცელებული ცნობის მიხედვით ასეთი ყოფილა მღვდლის პასუხი.

ჩხუბის დაწყების შემდეგ პოლიციაც ჩაერია და როგორც პროტესტის ასევე მსვლელობის მონაწილეები დააკავა.

„ეს ამტკიცებს იმას, რომ თბილისი თანამედროვე ევროპული ქალაქი კიდევ დიდი ხანი ვერ გახდება“, განუცხადა ნათია ღვინიაშვილმა, სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის ჯგუფის „იდენტობის“ წევრმა AFP-ს.

„ნეგატიურ რეაქციას ველოდით, მაგრამ თავდასხმას – არა“.

დაპირისპირებისას მღვდელმა სექსუალური უმცირესობის მსვლელობის მონაწილეებს უთხრა „ეს არასწორი ცხოვრების წესის პროპაგანდაა“.

მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს, 4.3 მილიონიანი ქვეყნის, მთავარი რელიგიური ინსტიტუტია.

2000 წლიდან ჰომოსექსუალური სექსი კრიმინალად აღარ ითვლება. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების აქტივისტები ახლა ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია უკანონოდ გამოცხადდეს.
foreignpress.ge