„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (VIDEO)

 

„ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედნენ. შეხვედრის მთავარი თემა "მენეჯმენტ-სერვისის" ირგვლივ შექმნილ პრობლემები იყო. რეგიონული ოფისების გარშემო არსებული პრობლემები დიპლომატიურ კორპუსს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირადად გააცნო.  

პოლიტიკურ კოალიციას "მენეჯმენტ-სერვისისგან" რეგიონებში დაახლოებით 60-მდე ოფისი აქვს ნაქირავები, ხელისუფლება კი ცდილობს კოალიცია რეგიონებში ოფისების გარეშე დატოვოს. სწორედ ამ მიზეზით კონტროლის პალატა აბსურდულ ბრალდებებს მიმართავს და ცდილობს "მენეჯმენტ-სერვისის" გაკოტრებას უზარმაზარი ჯარიმებით. დიპლომატებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო „გლობალ ტივის“ გარშემო შექმნილ პრობლემებსაც.