ძლიერი წვიმის გამო რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა. იაღლუჯის მთიდან ჩამოსული ჭარბი ნალექი ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, კერძოდ, მეგობრობის გამზირზე , შარტავას მოედანზე სასტუმრო "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგროვილი.
რუსთავში ამ დროისთვისაც გადაუღებლად წვიმს. ნალექის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მაგისტრალზე დაგროვილი წყალი სანიაღვრე ჭებში ჩასვლას ვერ ასწრებს. ცენტრალურ მაგისტრალზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
ჯერჯერობით უცნობია, მიადგა თუ არა რაიმე სახის ზარალი მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლებს.