იღბლიანი 13–ის იმედად

იღბლიანი 13–ის იმედად

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაგეგმილი კონკურსის “საბავშვო ევროვიზია 2010“-ის მონაწილეთა გამოსვლის თანამიმდევრობა გამოაქვეყნა.

ქართველი კონკურსანტი მარიამ კახელიშვილი “საბავშვო ევროვიზია 2010“-ზე მე-13 ნომრით გამოვა.

კახელიშვილმა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის შიდა შესარჩევ ტურში სიმღერით “მარი-დარი“ გაიმარჯვა. კომპოზიციას ტექსტი არ აქვს და ძირითადად მარიამისა და ოთხი ბექვოკალისტი გოგონას ვოკალურ შესაძლებლობებზეა გათვლილი.

ქართველი კონკურსანტი 15 წლისაა. მან სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველად კონკურსზე “გაზაფხულის ზარები“ 5 წლის ასაკში გამოჩდა და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

2005 წელს მარიმ დიპლომი გოგი დოლიძის სახელობის კონკურსზეც მიიღო. 12 წლის ასაკში კი გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბავშვთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე.

2007 წელს მსოფლიო მუსიკის პირველი ფესტივალის ლაურეატი გახდა.

2008 წელს მარი კახელიშვილი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 2010 წელს კი მონაწილეობა მიიღო “რუსთავი 2“-ის პროექტში “ნიჭიერი“, სადაც მესამე ადგილი მოიპოვა.

2010 წელს საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე მარიამ კახელიშვილი გიგა კუხიანიძის საპროდიუსერო ცენტრმა “ბზიკებისსტუდიომ“ წარადგინა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში წელს მეოთხედ მონაწილეობს. 2008 წლის ევროვიზიაზე ქართველმა “ბზიკებმა“ პირველი ადგილი დაიკავეს

ghn.ge