ზუსტად 129 წლის წინ, ესპანეთში, ქალაქ მალაგაში, 1881 წელის 25 ოქტომბერს, პაბლო პიკასო დაიბადა. მისი სრული სახელი პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დეპაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კრისტო რუისი პიკასო გახლავთ. მამამისი ხოსე რუის ბლანკო კლასიკოსი მხატვარი იყო. პაბლოს საშინლად სძულდა მამის შემოქმედება. ის თვლიდა რომ ეს გაყინული ხელოვნება იყო და არაფერი საინტერესო მასში აღარ იყო.
მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. პაბლო გაურბოდა მამასთან მის ყოველგვარ გაიგივებას და სწორედ ამ მიზეზით, 1901 წელს დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა. ხატვით პაბლო ბავშვობიდან იყო გატაცებული. 8 წლის ასაკში იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახატ – პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან.
პაბლო პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის კუბიზმის(კუბისტურ ნამუშე3ვრებში ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში.
მსოფლიო ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა მის ნამუშევარში “მშვიდობის მტრედი” (ტუში) (1947) რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. იგი არის “მშვიდობის საერთაშორისო პრემიის”(1950) და” ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ლენინური პრემიის”(1962)ლაურიატი მიუხედავად იმისა რომ იგი 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა,
მას სურვილი ჰქონდა რომ მომკვდარიყო, როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ – 1939 წელს შეიტანა. მან მაშინ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს – საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს.
პაბლო პიკასო 1973 წელს, საფრანგეთში, ქალაქ მიუჟენში გარდაიცვალა.