ბრიტანული როკ–ჯგუფის – “რედიოჰედის“ პირველი წარმატება მათ პირველ სინგლს, სახელწოდებით “creep” უკავშირდება, რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი Pablo honey (1993). ჯგუფის პოპულარობა ბრიტანეთში მეორე ალბომმა – the bends (1995) გამოიწვია, სადაც გიტარის ჟღერდობამ იორკის მაღალ ფალცეტთან ერთად მიმზიდველი და საინტერესო სინთეზი შექმნა. ”რედიოჰედის” მესამე ალბომმა გაცილებით მეტი ყურადღება მიიქცია – OK computer (1997), სადაც ექსპანსიურმა ხმამ და თანამედროვე გაუცხოების პრობლემამ თავიანთი ადგილები სათანადოდ დაიკავეს, დადებითად იქნა კრიტიკოსთა მიერ შეფასებული და ქვეყნის 90-იანი წლების მთავარ მონაპოვრადაც დასახელდა.
მუსიკალური სტილის შეცვლამ, რაც ”რედიოჰედის” შემდგომ ალბომებში Kid A (2000) და Amnesiac (2001) იქნა წარმოდგენილი მკვეთრ წინააღმდეგობას შეაჩეხა ჯგუფი, თუმცა ამან ვერ შეაფერხა ”რედიოჰედის” მსოფლიო აღიარება. ამ პერიოდში ჯგუფის შემოქმედებამ თანამედროვე კლასიკის, ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის გავლენა განიცადა, რისი ნათელი დადასტურებაც ხმის ჩამწერი სტუდიის warp records სამარკო ნიშანიც საკმარისია. მკვეთრად გამოხატულმა ტრანსფორმაციამ როკ-ინსტრუმენტებისგან ჩამოშორება და ელექტრონული მუსიკისკენ წინსვლა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ უფრო მოქნილი გახადა ”რედიოჰედი” – სინთეზატორის, ციფრული ტექნოლოგიისა და ორღანის გამოყენებამ თანაბრად გადაანაწილა როლები ჯგუფის ყველა წევრს შორის.
”რედიოჰედის” უკანასკნელი ალბომი Hail to the thief (2003) რომელშიც გიტარის, ელექტრონული მუსიკისა და თემატური ტექსტების ნაზავია წარმოდგენილი, შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერ იმის კომბინაციად რასაც ჯგუფმა თავისი კარიერის განმავლობაში მიაღწია. ამჟამად ”რედიოჰედის” გარშემო საკმაოდ რთული და უცნაური ვითარებაა შექმნილი. რაც ეს უცნობილესი ჯგუფი კონტრაქტის გარეშეა, თუმცა მუსიკოსები ამან ვერ შეაფერხა და დღეს “რედიოჰედი“ რიგით მერვე სტუდიურ ალბომზე მუშაობას განგრძობს. ალბომის სახელწოდება, ამ წლის ნოემბერში გახდება ცნობილი.