რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქი ლივერპულის მერიამ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის სახლებს სამუზეუმო სტატუსი მიანიჭა. საუბარია იმ შენობებზე სადაც “The Beatles”-ის ორი ლეგენდარული წევრი დაიბადა და გაიზარდა.
ამ სახლებს წოდება “Grade II” მიენიჭა და ამიერიდან ქალაქის მთავარ ღირთშესანიშნაობებს წარმოადგენენ. შენობებს სახელმწიფო დაიცავს. ლივერპულის მერია მათი შენახვა-მოვლის ხარჯებს საკუთარი ფონდებიდან დახარჯავს.
საინტერესოა, რომ რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის სახლები “დაიჩაგრნენ” და ანალოგიური პატივი ჯერჯერობით არ დაიმსახურეს.
ლეგენდარული ჯგუფის წევრები სიყმაწვილეში ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდნენ. ეს ადგილი მათ სიმღერებში “Penny Lane” და “Strawberry Fields Forever” მოიხსენიეს.