არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავის ჩამოგდება არ იყო და არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ

თურქეთის საჰაერო სივრცეში არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავის ჩამოგდება არ იყო და არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ. თურქეთი სუვერენული ტერიტორიის მთლიანობის დასაცავად მოქმედებდა, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ ბრიტანულ გამოცემა "თაიმსში" გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში წერს.

"თურქეთი ითანამშრომლებს რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ამასთანავე, ჩვენი ტერიტორიის დაცვისკენ მიმართული ზომები კვლავ უცვლელი დარჩება", - აღნიშნავს დავუთოღლუ.

სტატიის თანახმად, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა თურქეთისთვის კვლავ პრიორიტეტული საკითხია.

ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული "სუ-24" ჩამოაგდო. ანკარას ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.